ჩვენი კომპანიის სერვისების სარგებლობისთვის გთხოვთ დარეგისტრირდით და შემდეგ გაიარეთ ავტორიზაცია!
თხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია!

მომხმარებლის სახელი:


პაროლი:


თხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია!

მომხმარებლის სახელი:


პაროლი:


ავტორიზაცია / რეგისტრაცია 

 
       
 

ჩვენს შესახებ

შპს ,,ექსპრესდიაგნოსტიკა” დაფუძნდა 2003 წელს.
 
,,ექსპრესდიაგნოსტიკა” წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამედიცინო პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებთან და მუდმივად ნერგავს სიახლეებს ჩვენი ქვეყნის სამედიცინო დიაგნოსტიკის სფეროში.
,,ექსპრესდიაგნოსტიკა” არის სამედიცინო აღჭურვილობის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ-პლატფორმის ,,MEDWOW"-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.



ძირითადი მიმართულებები

კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
 
• ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ერთიანი მოქმედი ქსელი და მრავალმხრივი (300-ზე მეტი) ლაბორატორიული კვლევა;
• ჯანდაცვის სახელმწიფო სკრინინგული პროგრამების (ნეონატალური კვლევები, უსაფრთხო სისხლის პროგრამა) მართვა, ორგანიზება, კოორდინირება, მონიტორინგი;
•  სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, ლაბორატორიული აღჭურვილობის, სამედიცინო ავეჯის და სახარჯი მასალების იმპორტი და დისტრიბუცია;
• ყველა სახის დიაგნოსტიკური აპარატურის, ჰოსპიტალური სამედიცინო აღჭურვილობის (როგორც ახალი, ასევე მეორადი-აღდგენილი) მიწოდება;
• ლაბორატორიების, სამედიცინო ცენტრების, სისხლის ბანკების დაგეგმვა-პროექტირება, აღჭურვა;
• სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო სტანდარტით (GMP) ვალიდაციის ორგანიზება ევროპულ ინჟინერინგულ კომპანიებთან თანამშრომლობით.



მისია

თანამედროვე, მუდმივად განახლებადი, მაღალხარისხიანი და ფინანსურად ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების განუხრელი დანერგვა.



მიღწევები

       2003 წლიდან დღემდე შპს „ექსპრესდიაგნოსტიკა“  წარმატებით ახორციელებს ახალშობილთა სკრინინგის სახელმწიფო პროგრამას თანდაყოლილ გენეტიკურ დაავადებებზე - ფენილკეტონურიასა და ჰიპოთირეოზზე. პროგრამის მიზანია ფენილკეტონურიის, ჰიპოთირეოზის და 2011 წლის აპრილიდან მუკოვისციდოზის ნაადრევი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და შემდგომი დროული მკურნალობა ახალშობილებში მთელი საქართველოს მასშტაბით. დღემდე  ჩვენს მიერ  ჩატარებულია  700 ათასამდე სკრინინგული იმუნოფერმენტული კვლევა, აღნიშნული პათოლოგიები გამოვლენილია  და დადგენილია 100 - ზე მეტ  ახალშობილში, რითაც თავიდან იქნა აცილებული  ამ დაავადებების უმძიმესი გართულებები.
       პირველად საქართველოში დანერგილია და წარმატებით ფუნქციონირებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პორტატული, მობილური ციფრული რენტგენოგრაფიის სისტემა არატრანსპორტაბელური პაციენტების ადგილზე მომსახურებისათვის.
       ჩვენს მიერ,  პირველად საქართვეელოში,  შეიქმნა სამედიცინო აპარატურის და ხელსაწყოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტ - პლატფორმის  MEDWOW”-ის ქართულენოვანი ინტერნეტ - პორტალი. 
       2011 წლის გაზაფხულზე დასრულდება ჩვენი კომპანიის მიერ  შექმნილი სისხლის ბანკის და   პლაზმაცენტრის GMP  საერთაშორისო სერთიფიკატით ვალიდაცია. აღნიშნული  ტრანსფუზიოლოგიური დაწესებულება, რომელიც ფუნქციონირებას დაიწყებს ამავე წლის ზაფხულში, იქნება ჯერ-ჯერობით ერთადერთი და უნიკალური   არამარტო საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.